"როტორს" კვირკველიას შენარჩუნება სურს

AutoSharing Option
ცენტრალური მცველი საბა კვირკველია შეიძლება "როტორში" დარჩეს, - იტყობინება Sport24.

29 წლის კვირკველია ვოლგოგრადულ გუნდში მოსკოვის "ლოკომოტივიდან" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იმყოფება და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. თუ "როტორმა" პრემიერლიგაში დარჩენა მოახერხა, მას კონტრაქტის გაფორმებას შესთავაზებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "როტორს" "ლოკოს" ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი ჩაუდგებოდა სათავეში, მაგრამ გუნდი მისმა ყოფილმა თანაშემწემ, იური ბატურენკომ ჩაიბარა, რომლის ასისტენტად სიომინის შვილი ანდრეი სიომინი დანიშნეს.

მოკლედ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სიომინი "როტორში" სამომავლოდ ერთგვარ პლაცდარმს იქმნის.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრად Ჩაშჭიდეთ ხელი! კაშიას და და გრიგალავას არა?
ზეზვა
20:17 23-03-2021
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული