"ქეცბაიას მესამე მარცხი ძვირად დაუჯდება" - რას წერს კვიპროსული მედია ოქრიაშვილის დაბრუნებაზე?!

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიასა და ქართველი ფეხბურთელების "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ექვსეულში 53 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს და ლიდერებს  საკმაოდ ჩამორჩება. ფამაგუსტური კლუბი უახლოეს შეხვედრას ორშაბათს, 5 აპრილს, მეხუთეადგილოსან აეკ-თან გამართავს.

კვიპროსული გამოცემა "სპორტს 24" წერს, რომ თემურ ქეცბაია არ აპირებს საკუთარი ღირსების დათმობას, იმის მიუხედავად, რომ მის გუნდს საჩემპიონო შანსები აღარ აქვს. შეგახსენებთ, "ანორთოსისს" უკანასკნელ ორ ტურში ამდენივე მარცხი აქვს. გამოცემა წერს, რომ თუკი ქეცბაიას კლუბი  ზედიზედ მესამე მარცხს განიცდის, მისი სავარძელი შეირყევა, რაც აქამდე არასდროს  მომხდარა...

"სპორტს 24" ყურადღებას "ანორთოსისის" სანაკრებო შეკრებაზე
მყოფ ფეხბურთელებზე ამახვილებს, რომელთა შორის გიორგი ლორია და გიორგი ქვილითაია ირიცხებიან. ამ სიაში თორნიკე ოქრიაშვილსაც შეხვდებით, თუმცა, როგორც ტრავმირებულს. გამოცემაზე დაყრდნობით, ოქრიაშვილის აეკ-თან თამაში მომდევნო 2 დღეში გაირკვევა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებში გამოძახებულთა შორის ამჯერად "ანორთოსისის" კიდევ ერთი ქართველი, ბუბა დაუშვილი არ იყო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული