ბერიძემ ამ სეზონში უნგრეთში მე-14 გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნრეთის ჩემპიონატში კვლავ გამოიჩინა თავი საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი ბერიძემ.

ჩემპიონატის 27-ე ტურში ბერიძემ გასვლაზე "ჰონვედთან" 25-ე წუთზე საჯარიმოს გარედან დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 0:2 გახადა (ის 81-ე წუთზე შეცვალეს), თუმცა მოწინააღმდეგემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და მატჩი  2:2 დასრულდა.

ბერიძის ანგარიშზე ჩემპიონატის 20 შეხვედრაში 9 გოლია და ამას გარდა, 5 გოლი თასზე გაიტანა.

"უიპეშტი" 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 10 აპრილს სტუმრად ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბერიძემ ამ სეზონში დამტკიცა რომ უკეთეს ჩემპიონატში თამაშს იმსახურებს და იმედი მაქვს მომავალ სეზონში უკეთეს გუნდში გადავა
ზურა
00:08 04-04-2021
1
ბერიძე კარგად ჩაერთო შვედეთან კარგი ტექნიკა აქვს მაგრამ მეორე თამაში ესპანეთან აშკარად გაუჭირდა ფიზიკურად ორთაბრძოლებში შესვლა ფიზიკურ მომზადებაში მოიკოჭლებს კარგი ფეხბურთელია და უკეთეს ჩემპიონატში უნდა გადავიდეს უგნრეთი არ არის ის დონე სადაც მაღალ დონეზე განვითარების პერსპექტივა ექნება ფეხბურთელს.
გიორგი
23:49 03-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული