ოქრიაშვილმა ანგარიში გახსნა, მაგრამ "ანორთოსისი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის 31-ე ტურში ქართველების "ანორთოსისი" ლარნაკაში 1:2 დამარცხდა აეკ-თან.

მეორე წუთზე ანგარიში თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა (ეს მიმდინარე სეზონში მისი მეშვიდე გოლია), მეორე ტაიმში კი ფამაგუსტური გუნდის დაცვამ შეცდომები დაუშვა და მეტოქემ ორი გოლი გაიტანა.

გიორგი ლორიამ, ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ბუბა დაუშვილი სასტარტოში იყო და მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 85-ე წუთზე შეცვალა.

"ანორთოსისმა" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, მიჯრით მეხუთე მატჩში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება (ბოლოს 20 თებერვალს "დოქსას" 1:0 მოუგო), 53 ქულით მეოთხე ადგილზეა და 10 აპრილს
"აპოლონს" შეხვდება.

ქართველების გუნდმა პრაქტიკულად დაკარგა სამეულში მოხვედრის შანსი და ევროტურნირებზე გასასვლელად თასი უნდა მოიგოს. შეგახსენებთ, "ანორთოსისი" 14 და 21 აპრილს, ნახევარფინალში, აპოელ-ს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქეცბაიას ტაქტიკა წარსულს ჩაბარდა
გუიო
22:52 05-04-2021
2

სიახლეები პოპულარული