Tuttojuve24 წერს, რომ "იუვენტუსი" "რუბინის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს.
წყაროს ცნობით, ეს ტურინელთა სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის ერთ-ერთი მიზანი ყოფილა, თუმცა ჩვენი იტალიელი კოლეგები იქვე წერენ, რომ მას წინ დაბრკოლებები ექნება.
"ომი დაწყებულია... პარატიჩი სერიოზულად ფიქრობს, რომ კვარაცხელია შეიძინოს, რადგან ის ახალგაზრდაა და ტურინში ფიქრობენ, რომ დიდი მომავალი აქვს.
თუმცა "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორს ძალიან დიდი დაბრკოლება შეექმნება. "მილანს" ფეხბურთელის მიმართ ასევე სერიოზული ინტერესი გააჩნია და თანაც "რუბინი" კვარაცხელიას სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ
საკმაოდ სერიოზული თანხაა", - წერს საიტი.
მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე კვირაა თითქმის ყველა იტალიური წყარო ადასტურებს ცნობას, რომ "მილანსაც" და "იუვესაც" სურთ კვარაცხელიას შეძენა.
იწერება იმის შესახებაც, რომ ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი იტალიაში ჩავა და ორივე გუნდის წარმომადგენლებს დაელაპარაკება.
P.S.მილანის გულშემატკივარი არ ვარ,იუვეს გარდა სხვა გუნდის თამაშებს თითქმის არ ვუყურებ ;)