"ცოდოა ხვიჩა, ამ დარხეული ხმებით თავბრუს ახვევენ" - ამბობს "რუბინის" გენდირექტორი

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი, რომ მათი გუნდის ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "ინტერი" და "ატალანტა" არიან დაინტერესებული.

"კლუბს არავითარი წინადადება არ მიუღია, ეს ყველაფერი ვარაუდებია.

რას ნიშნავს "რუბინმა" ხვიჩა 15-20 მილიონ ევროდ შეაფასა? როგორ შეგვეძლო შეგვეფასებინა, როდესაც ჩვენზე არავინ გამოსულა? არც "ატალანტა" და არც "ინტერი".

ერთი საქმეა, როდესაც ფეხბურთელის დაინტერესების თაობაზე წინადადებით მოგვმართავენ, მაშინ რაიმეს ლაპარაკს აზრი აქვს, მაგრამ არაფერი მსგავსი არ ყოფილა.

ცოდოა ბიჭი. მთელი ამ დარხეული ხმებით ახლა ხვიჩას თავბრუს ახვევენ, რაღაც აჟიოტაჟი
შექმნეს, მას კი მშვიდად თამაში სჭირდება. ეს ხმაური ნამდვილად არ მოუტანს სარგებელს, ჩვენ ხომ პირველ რიგში მასზე ვფიქრობთ", - განუცხადა საიმანოვმა Sport24-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული