გაგუამ მეტოქის კარი მე-16 წუთზე აიღო. ქართველი ნახევარმცველი 19 წლისაა. უთამაშია საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში, ბოლოს კი, 2019 წელს, ყაზახეთთან მოგებულ (3:1) შეხვედრაში მონაწილეობდა.
მიმდინარე სეზონში გაგუას ესპანური გუნდის მაისურით 19 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. უკანასკნელ 5 მატჩში გიორგიმ თავი 2-ჯერ გამოიჩინა.
გიორგის გუნდი კი ესპანეთის, რანგით მესამე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.