ახალგაზრდა ქართველს ესპანეთში ისევ გააქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის სეგუნდა B დივიზიონის მე-20 ტურში "ალავესის" სარეზერვო გუნდი გასვლაზე "ეხეასთან" 1:2 დამარცხდა, სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი კი ქართველი გიორგი გაგუა გამოდგა.

გაგუამ მეტოქის კარი მე-16 წუთზე აიღო. ქართველი ნახევარმცველი 19 წლისაა. უთამაშია საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში, ბოლოს კი, 2019 წელს, ყაზახეთთან მოგებულ (3:1) შეხვედრაში მონაწილეობდა.

მიმდინარე სეზონში გაგუას ესპანური გუნდის მაისურით 19 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. უკანასკნელ 5 მატჩში გიორგიმ თავი 2-ჯერ გამოიჩინა.

გიორგის გუნდი კი ესპანეთის, რანგით მესამე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული