![](https://sportall.ge/pictures/image5/4074ecf2dba0414ee10fe5cead129efd.jpg)
"აიაქსის" სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა განაცხადა, რომ ამსტერდამული კლუბი "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებული არ არის. მან ამის შესახებ Евро-Футбол.Ру-ს კორესპონდენტს, სერგეი რუმიანცევს უთხრა:
"არა, ეს ასე არ არის."აიაქსი" კვარაცხელიათი დაინტერესებული არ არის. არავითარ მოლაპარაკებაზე საუბარი არ ყოფილა".
დღეს "სპორტ-ექსპრესმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი თავისი კლიენტის ტრანსფერის თაობაზე ოვერმარსს შეხვდება.