უნგრეთის თასის ნახევარფინალში "უიპეშტმა" გიორგი ბერიძის გოლით სტუმრად "კიშვარდას" 1:0 სძლია და ფინალში გავიდა.
ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 54-ე წუთზე დალაშქრა. გიორგის ანგარიშზე თასის მიმდინარე გათამაშებაზე 6 გოლია, 9 კი ჩემპიონატზე (21 მატჩში) გაიტანა. ასე რომ, ჩინებულ სეზონს ატარებს და მადიარულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეულია.
"უიპეშტის" მოწინააღმდეგე ფინალში 15 აპრილს, მტკ-სა და ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარის" დაპირისპირებაში გაირკვევა. ფინალი 3 მაისს გაიმართება.