ბერიძემ "უიპეშტი" თასის ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის თასის ნახევარფინალში "უიპეშტმა" გიორგი ბერიძის გოლით სტუმრად "კიშვარდას" 1:0 სძლია და ფინალში გავიდა.

ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 54-ე წუთზე დალაშქრა. გიორგის ანგარიშზე თასის მიმდინარე გათამაშებაზე 6 გოლია, 9 კი ჩემპიონატზე (21 მატჩში) გაიტანა. ასე რომ, ჩინებულ სეზონს ატარებს და მადიარულ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეულია.

"უიპეშტის" მოწინააღმდეგე ფინალში 15 აპრილს, მტკ-სა და ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარის" დაპირისპირებაში გაირკვევა. ფინალი 3 მაისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაკრებში ძროხა რომ მატარებელს უყურებს ისე უყურებენ ბურთ...მიდით აპიარეთ რა გენაღვლებათ, მევრთნელმა იცის ვინ უნდა ათამაშოს
აჩი***
23:07 14-04-2021
30
საღოლ ძმაო, ზუსტად გაარტყი. ვიხალისე.
ასა
08:46 15-04-2021
1

სიახლეები პოპულარული