დარჩება თუ არა საბა კვირკველია "როტორში"?

AutoSharing Option
რუსული სააგენტო rusfootball.info ვოლგოგრადის "როტორის" მთავარ მწვრთნელ იური  ბატურენკოს კომენტარს აქვეყნებს, რომელიც საბა კვირკველიას ეხება.

"ვეცდებით, კვირკველია შევინარჩუნოთ, თუმცა ამაზე ჯერ აქტიური საუბრები არ მიდის. ამ 
ეტაპზე, ჩვენი მთავარი საზრუნავი პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა" - აცხადებს  ბატურენკო.

ვოლგოგრადული კლუბი 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს, უახლოეს  შეხვედრას კი 17 აპრილს, მოსკოვის "დინამოსთან" საკუთარ მოედანზე გამართავს.

შეგახსენებთ, ქართველი მცველი ისევ მოსკოვის "ლოკომოტივის" საკუთრებაა და "როტორში" იჯარით ირიცხება.

მომზადებულია rusfootball.info მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
საბა აშკრად ნელ ნელა შედის ფორმაში წონაშიც საგრძნობლად არის უკვე დაკლებული და სეზონის ბოლომდე დაიბრუნებს ძველებურ ფორმას მთავარია ტრამვები ან სიკვალიფიკაცია არ მიიღოს როტორი დიდი ალბათობით ან გავარდება ან პლეიფოს თამაში მოუწევს მე მირჩევნია რომ ეს კლუბი დარჩეს პრემიერ ლიგაში რადგან ქართველებს აქვთ კონტაქტები ამ კლუბში და შეუძლიათ მოაწყონ ფეხბურთელები სამწუხაროდ დღეს დღეისობით რუსული და თურქული ბაზარი უფრო მეტად ხელმისაწვდომი და ადვილია ჩვენთვის ვიდრე ევროპულ კლუბებში ფეხბურთელების მოწყობა და გვინდა არ გვინდა რუსეთი დღეს საშუალოზე მაღალი დონეა.
გელა
16:01 15-04-2021
0
სად დარჩეს? ვარდებიან! რო კითხო ჯუღელს მაგარ კლუბში უშვებს
ავთო
14:26 15-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული