"ოდესმე დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე?..." - ბელგიური პრესა ქართველის მორიგ ტრავმას ეხმაურება

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ კვლავ მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნით ჩამოშორდა, რასაც ბელგიური პრესა გამოეხმაურა.

"ოდესმე დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე? ჩვენ ამ შეკითხვის დასმა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უკვე შეგვიძლია. ქართველი შემტევი მწყობრში არც თუ ისე ხშირადაა და მწვრთნელ ჰაინ ვანზენბრუკს ჩვენთვის ძალიან ცუდი სიახლეები აქვს.

გთავაზობთ თუ რას ამბობს ჰაინი გიორგი ჩაკვეტაძეზე:

"ჩვენ ჩაკვეტაძე მყესის გაწყვეტის გამო დიდი ხნით დავკარგეთ. გიორგი საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა გაუთავებელმა ტრავმებმა მას წლები დააკარგვინა" - განაცხადა მწვრთნელმა.

წყარო: voetbalnieuws

alt

გიორგი ჩაკვეტაძე?..." - ბელგიური პრესა ქართველის მორიგ ტრავმას ეხმაურება" style="height: 50px; width: 50px;" />გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო კვლავ დიდი პერიოდი გაუცდება


მკითხველის კომენტარები / 24 /
"ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა" - არ დანებდე გიო და ყველაფერი გამოვა, მაგარი დადებითი პიროვნება ხარ და ყველა ქართველის გულში ხარ! ღმერთის წყალობით კიდევ ძალიან ბევრჯერ გაგვახარებ!
llcl
13:13 17-04-2021
3
გიორგი ჩაკვეტაძე აუცილებლად დაბრუნდება და დიდ ფეხბურთსაც ითამაშებს ნაკრებში. გაიხსენეთ ვ. გუცაევი, დ. ყიფიანი... მათაც 70-ან წლებში ფაქტიურად 2 წელი გაუცდათ... ყველა მ. მაჩაიძე ვერ იქნება... ფიზიკურად!!! გამოჯანმრთელება და წარმატებები გიორგის!!!
tngh
15:32 17-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული