ცუდი პროგნოზი - ყაზანური გამოცემა კვარაცხელიას ტრავმაზე წერს

AutoSharing Option
ყაზანური გამოცემა Bussines Online "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სირთულის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

აი, რას წერს წყარო:

"ხვიჩა კვარაცხელიამ ზედა ბარძაყის ტრავმა მიიღო და მოედანი ექიმების დახმარების შემდეგ დატოვა.

ფეხბურთელი მეტოქესთან შეჯახების გარეშე დაეცა და ტრავმის თავისებურება თავიდანვე ცხადი გახდა. ბარძაყის უკანა მხარის ტრავმის მკურნალობას თვე ნახევარი სჭირდება, ეს კი ნიშნავს საფრთხეს, რომ რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს, რადგან პრემიერ ლიგა 1 თვეში მთავრდება.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 23 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. აღნიშნულ თამაშებში კვარაცხელია მატჩის საუკეთესო
ფეხბურთელად 5-ჯერ დაასახელეს, რაც პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია."

მკითხველის კომენტარები / 17 /
იმედი მაქვს, ხვიჩა სექტემბერში, ნაკრების თამაშებისათვის სრულად მზად იქნება... ჩაკვეტაძესთან ერთად!!!
tngh
19 აპრილი 2021 16:23
0
შენ პირს შაქარი.
.
24 აპრილი 2021 00:57
0
ეს სტატია უკვე მეორე დღეა თვალებში მაზოლებს მიჩენს! კონკრეტულად ვერ დადგინდა დიაგნოზი რა ტრავმა აქვს ხვიჩას?! სლუცკი წერდა გადავუღებ ახლა მაგნიტო რეზონანსულ ტომოგრაფიას და ზუსტად დავადგენთ რა და რა სიმძომის ტრავმააო?! ჟურნალისტები ხომ ხართ, ამბავი აღარ იკითხეთ?! თუ ყაზანში არ მიძებნა სათანადო აპარატურა და ვერ გადაუღეს ეს ტომოგრაფია?! ასე როგორ შეიძლება?! კვარაცხელია ვიღაც რიგითი ფეხბურთელი ხომ არაა, მთელი ერი იმედით შევყურებთ?! გულშემატკივრები კიდევ რას მარჩიელობთ და ზოგი ავყიაობთ კიდეც?! სანამ არ იქნება კვალიფიციური საექიმო დასკვნა, მანამ თქვენ ნუ ჩამოკიდებთ ხვიჩას ბუცებს ლურსმანზე!
aburjga
19 აპრილი 2021 14:31
0
გაასწარი თუ ძმა ხარ მაგ რუსულ ჭაობს, რამე იღონე სასწრაფოდ!!!
ვარაცხელია
19 აპრილი 2021 00:48
26
ეხლა ჩაკვეტაძის ექიმებს დაასევენ და უცებ დააყენებენ ფეხზე....2 წელიწადში
გენა
18 აპრილი 2021 21:54
11
მალე გამოჯანმრთელება ჩვენს მარგალიტს.
ვახო...
18 აპრილი 2021 17:59
0
როდემდე უნდა დაგვცინოს ბედმა, რა უბედურებაა.
ბექა
18 აპრილი 2021 17:03
7
რა შუაშია ბედი? ეს კანონზომიერებაა, ამ ბიჭების აღმზრდელები დასცინიან ამათაც და ჩვენც.

ფიზმომზაადება, სპორტული მედიცინა და ა.შ. სანამ არ განვითარდება ჩვენთან უარესიც დაგვემართება.
ლუკა
19 აპრილი 2021 09:55
2
თვალი ეცა იმდენი სისულელე წერეთ,ხან იუვეო ხანაც მილანიო,ტვინს რო ურევთ ეს ჟურნალისტები ვერ ხვდებით.
რა უნდა ჯერ ან იუვენტუსში ან სადმე დიდ გუნდში,რძე არ შეშრობია პირზე.შეეშვით რაა,ქინქლაძის მერე ეგეთი ტალანტი არ გვყოლია და ნუ დაღუპავთ,ვისაც წერა არ ეზარება ყველა ამ ბიჭზე წერთ. ჩაკვეტაძეზე რო წერეთ სადაა ახლა?
შეეშვით რა ამ ბაავშვებს,პატარები არიან ჯერ
გაიოზი
18 აპრილი 2021 15:57
15
1 კვირის ამბავია, მაქსიმუმ 10 დღის...
გ.ხ.
18 აპრილი 2021 15:48
2
არაფერია მად საშიში ორ დხეში ვარჯის განახლებს ხვიჩა არარის ტრამებისკენ მდრეკილი არაფერია საშიში დამიჯერეთ აი ნახავთ ესეთ სისულელებს ნუ წერთ ერთ თვე ნახევარი კი არა კვახი ნუ სტრესავთ ხალხს ძლიერი ბიჩია ამტანია ნალე გამოვამდგ9მარებდან ხდევა ესეთი ოატარა პატარა პატარა ტრამვები მჯერა ხვიჩასი მე კრასნოდართან ითამაშებს
ირაკლი
18 აპრილი 2021 14:58
5
ბედი რო არ გაქ მთელ საქართველოს
goga
18 აპრილი 2021 14:54
35
და ბედი რომელ ქვეყანას აქვს შეგიძლია გვითხრა?
ლეო
19 აპრილი 2021 01:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული