"აი, რატომ არ თამაშობს კვირკველია ლოკომოტივში" - რუსული მედია "როტორის" მარცხზე

AutoSharing Option
რუსული გამოცემა riac34  ვოლგოგრადის "როტორის" მორიგ  მარცხს ცნობილი რუსი მეიგავის, ივანე კრილოვის ფრაზით ეხმაურება - "თქვენ, მეგობრებო, როგორ არ ისხდეთ". პუბლიკაციაში განსაკუთრებით დაცვის ხაზის სუსტ თამაშზე ამახვილებენ ყურადღებას.

"მწვრთნელის შეცვლის მიუხედავად, "როტორში" ყველაფერი იგივე დარჩა. "არსენალი", "უფა" და "ტამბოვიც" კი ამ გუნდზე  მხიარულად თამაშობენ...

ბოლო მატჩმა აჩვენა, რომ გოგუა ვერასოდეს ითამაშებს ისეთ კლუბში, როგორიც ცსკაა. ასევე, დავინახეთ რატომ აღარ თამაშობს კვირკველია "ლოკომოტივში", სტეპანოვს კი სლუცკი "რუბინში" არასდროს დააბრუნებს."

შეგახსენებთ, "როტორი" საკუთარ მოედანზე მოსკოვის "დინამოსთან" (0:3) დამარცხდა და რუსეთის პრემიერლიგაში მე-14
ადგილზეა.

altქართველების "როტორი" ვარდნას განაგრძობს




მკითხველის კომენტარები / 8 /
აი ზუსტად მაგ სიომინს უმადლოდეთ იმის გამო რაც ითამაშა ასათიანმა და კვირკველიამ,ჯანაშიამ-ეს არი სიმართლე. Და თუ გინდათ ქართულად ვიტრაბახოთ კი ბატონო ვწეროთ და ვიკითხოთ,გული მოვიფხანოთ რომ სიომონმა დაღუპა ეს სამი მსოფლიო დონის ვარსკვლავი. Მოდით ერთხელ ჰკითხეთ ასათიანს ან ჯანაშიას დაღუპა სიომინმა თუ პირიქით აათიანი რომ კონკურენციას ვერ უძლებდა,რომ ეთამაშა ფეხბურთი ამპლუა შეუცვალა.და ვინმეს გჯერათ რომ ასათიანს მსურველების რიგი ჰქონდა და მაინც და მაინც სადაც წავიდა სიომინი იქ თამაშობდა მხოლოდ და ბოლოს საერთოდ დაანება ფეხბურთს თავი.
ბაბუაწვერა
11:43 19-04-2021
1
ერთი და ორი თამაშით არ ფასდება ფეხბურთელი, შეიძლება სეზონიც ჩავარდეს, მაგრამ არ ნიშნავს რომ ცუდი ფეხბურთელია. კვირკველიას საკმაოდ კლასიანი მცველია, კარგი გამოცდილებით, თან კარგი ასაკი აქვს. თავს ძალა უნდა დაატანოს და დაუბრუნდეს ძველ ფორმას ! საქართველოს ნაკრებს ჭირდება მისნაირი ფეხბურთელები !
Levan1
10:12 19-04-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული