გიორგი მაკარიძე სეგუნდაში უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ალმერიას" 31 წლის კიპერი გიორგი მაკარიძე მომავალ სეზონში, შესაძლოა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვიხილოთ (ყოველ შემთხვევაში, ევროპის სუპერლიგის შექმნამდე ასე იყო).

ალმერიელებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა სეგუნდა დივიზიონის ლიდერ "ესპანიოლთან" აქვთ. კატალონიელები ქართველი მეკარის მესამე ადგილზე მყოფ გუნდზე მთელი ათი ქულით წინ არიან. დღეს ვერმოგების შემთხვევაში, "ალმერია", ფაქტობრივად, ლა ლიგაში პირდაპირ გადასვლის შანსებს კარგავს.

ესპანეთის მეორე ლიგიდან პირველში პირდაპირ მხოლოდ 2 გუნდი გადადის, ხოლო მომდევნო  ოთხი  პლეი-ოფის მეშვეობით საუკეთესოს გაარკვევენ. "ალმერია" მეორეადგილოსან "მალიორკას" რვა ქულთით ჩამორჩება, მაგრამ ერთი თამაშით
ნაკლები აქვს გამართული. ექვსეულის  გუნდები ერთმანეთს მცირედით ჩამორჩებიან. მე-4-ზე მყოფ "ლეგანესს", რომელიც ასევე დღეს თამაშობს, "ალმერიაზე" მხოლოდ სამი ქულით ნაკლები აქვს.

სეგუნდას დასრულებამდე ჯერ საკმაო დროა. ხსენებული შეხვედრის გარდა, "ალმერია" კიდევ შვიდ მატჩს გამართავს.

"ალმერია" ლა ლიგაში ბოლოს 2015 წელს თამაშობდა, მე-19 ადგილი დაიკავა და დაქვეითდა. კლუბს პრიმერაში დებიუტი 2007-08 წლების სეზონში ჰქონდა და მაშინ გათამაშება მერვე ადგილზე დაასრულეს...

"ესპანიოლსა" და "ალმერიას" შორის გასამართი შეხვედრა დღეს, 19 აპრილს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

altრა უთხრა მაკარიძეს არბიტრმა? ალმერიელები შიშობენ...




მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები
ირაკლი
20:04 19-04-2021
0

სიახლეები პოპულარული