ხვიჩას სახით ხელში ბრილიანტი ჩამივარდა. არ მინდა გავყიდო, - ამბობს "რუბინის" გენდირექტორი

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა თავისი გუნდის ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ "ჩემპიონატთან" ისაუბრა:

"ხვიჩას ტრავმა აქვს. ჯერ მისთვის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია არ ჩაგვიტარებია. სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, ვინაიდან ფორმაში ჩასადგომად 2-3 კვირა დასჭირდება, თანაც გარისკვად არ ღირს.

ოფიციალურად კვარაცხელიას თაობაზე არავის მოუმართავს, მხოლოდ საუბრებია. ალბათ, თუ დიდი კლუბი ღირსეული წინადადებით მოგვმართავს, ხვიჩას არ დავიჭერთ. ბევრი რამ უნდა მოხდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, მე დიდხანს დავტოვებდი, რამეთუ შედეგის მიღწევაში გვეხმარება.

თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავედით, ტურნირზე მონაწილეობისთვის ეს კიდევ 30 მილიონი ევროა.
ჩემთვის კვარაცხელიას გუნდში დატოვებაა მომგებიანი, მე მისი გაყიდვის ამოცანა არ მაქვს. ხელში ბრილიანტი ჩამივარდა. თავის დროზე დომინგესის მთელი ძალებით დატოვებას ვცდილობდით, მაგრამ საბოლოოდ წავიდა და კარიერა არ აეწყო, დაიკარგა. აკურატული უნდა იყო. ბავშვური სურვილებით ნაკარნახევი ყველა გადაწყვეტილება როდი იქნება სწორი. ყველაფერი უნდა აეწყოს".


მკითხველის კომენტარები / 6 /
გენტში იყოს აბა...რუზელარეს უნდა მოვუგოთ-მიდი მიდის უყვირებდნენ..20 მილიონი რად უნდა როცა ხვიჩას წასვლით მაყურებლების 40%ს დაკარგავს.აედეგებიც გაუუარესდება..მე არა ვარ წინააღმდეგი,მინიმუმ ევროპა ლიგაზე ითამაშებენ და ერთ კაი ტრანსფერს მაინც თუ გააკეთებენ ანგარიშგასაწევი ძალა იქნებიან ლიგაზეც..დაახლოებით პორტოს დონის(ნუ დამცინებთ ამ შედარებისთვის,გაითვალისწინეთ სლუცკის ფაქტორი და შეთამაშებული გუნდი კარგი შიდა ატმოსფეროთი)
Levani
20:17 19-04-2021
12
ეხლა ისე არ მოხდეს მილანში გადავიდეს მერე იმ სუპერლიგის გამო ბანი დაადონ და ნაკრებში ვეღარ ითამაშოს
ზორბეგი
21:05 19-04-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული