სლუცკიმ თქვა, რომ ხვიჩა წავა და 4 კლუბი ურჩია

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მოსაზრება გამოთქვა იმაზე, თუ რომელ კლუბში უჯობს გადასვლა მისი გუნდის ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას.

"თუ ხვიჩა წავა, ეს ერთ-ერთი დიდი კლუბი უნდა იყოს, რომელიც საკმაოდ დიდი ფულის შემოთავაზებას შეძლებს. მე ვფიქრობ, ამ ზაფხულს წავა. ვურჩევდი იქ წავიდეს, სადაც მიზნად დიდ ამოცანებს ისახავენ, მაგრამ თავის გამოჩენის შესაძლებლობაც ექნება.

ინგლისში "ევერტონს" ვურჩევდი, გერმანიაში - "ბაიერს", იტალიაში - "ატალანტას", ესპანეთში კი - "სევილიას". მოკლედ, ვურჩევ არა ჩემპიონატის პირველ სამ გუნდს, არამედ "სუბტოპს" - რომლებიც წამყვან ჩემპიონატებში მეოთხე, მეხუთე და მეექვსე
ადგილზე არიან. ვთვლი, რომ თავიდანვე "მილანსა" და "ბაიერნში" არ უნდა გადავიდეს, რადგან გარანტირებული სათამაშო დრო უნდა ჰქონდეს. თუ არ ითამაშებს, ეს ტრაგედია იქნება, რომელსაც ხვიჩა ვერ გადაიტანს", - ციტირებს სლუცკის kazanfirst-ი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
რა ვიცი ყველა რუსი ცუდიაო(ეგ რბილად რომ ვთქვათ) სლუცკისნაირი ქართველი დამრიგებელი დაასახელეთ რომელიმე და დარწმუნებული ვარ არ რუსს ბევრათ უკეთესი უნდა კვარასთვის ვიდრე ჩვენ "ტოპ" ფეხბურის სპეციალისტებს
დათო
21 აპრილი 2021 12:20
3
ჯერ ერთი სლუცკი ებრაელია! მეორე სლუცკი რუსეთშიც ერთადერთია ვინც ასე უდგება ფეხბურთს და ფეხბურთელებს.ხვიჩას გარდე კიდემ რამოდენიმე ფეხბურთელი გააბრწყინა რუბინში. სამოშნიკოვი, მაკაროვი, ურემოვიჩი, სტარფელდი და აბელგორი.
რობი
21 აპრილი 2021 14:11
0
მართალია სლუცკი, სწორი რჩევა მისცა. რაც შეეხება აიაქსს, კარგი გუნდია, მაგრამ ჰოლანდიის ჩემპიონატში ისე ვერ განვითარდება, როგორც იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში და ინგლისში, სადაც ვარსკვლავები თამაშბენ.
gio
21 აპრილი 2021 08:33
1
აი მე კი მგონია,რომ ტყუილად უძებნიან ხვიჩას გარდამავალი გუნდის ვარიანტს.ტყილად წლების კარგვა იქნება.თუკი ვინისიუსი თამაშობს რეალში და ფატი ბარსაში და კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება,ხვიჩა მათზე ბევრად ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელია.რატო ამტკიცოს კიდევ რამოდენიმე წელი,რომ ღირსია დიდ გუნდში თამაშის,ბარემ გადავიდეს ეხლავე რომელიმე გრანდში და თუ დამტკიცებაა იქ დაამტკიცებს თავის ნიჭიერებას.ჩემი აზრით მისი მსგავსი სრულყოფილი მოთამაშე მესის და ნეიმარის შემდეგ არ ყოფილა და სადაც არ უნდა გადავიდეს არსად არ გაუჭირდება მას,რომ გახდეს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი.
ოთო
21 აპრილი 2021 07:07
5
ოთო ლოგიკურად სწორია შენი აზრი , მაგრამ ჩვენ მე-10 ხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყანა ვართ და ვინისიუსი ბრაზილიელია თორე რას აკეტებს ხვიჩაზე მეტს? არაფერს. ათამაშონ ხვიჩა მათთთან და მათნაირი გახდება ესეც ტალანტი აქვს და იმიტომ. თუ დრო არ მიცეს ცოდვაა. 10 წუთში რა უნდა დაამტკიცოს.მინიმუმ ტაიმი უნდა ატამაშონ რო გაიხსნას ამას არ იზამენ ბობოლები დაგვიჩაგრავენ ბიჭს. ბევრი ხვიჩასნაირი რომ გვეყოლება მაშინ უკვე სხვა თავლით შეგვხედავენ ასე ვფიქრობ.
ქართველი
21 აპრილი 2021 10:10
1
აქედან ხვიჩას ოცნებასთან ყველაზე ახლოს სევილია მოსჩანს და ისე კი, ტრავმა კარგად მოუშუშდეს და თუ უნდა, დინამოში დაბრუნდეს, მე პირადად არ მეწყინება...
ვოოტ
20 აპრილი 2021 19:44
11
აბა მილანი და აიაქსიო.
სევილია მაშინ.
sergo
20 აპრილი 2021 19:43
2
სლუცკი ძალიან კვალიფიციური, გამოცდილი და რაც მთავარია წესიერი ადამიანია და მის ეროვნებას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ ააქვს! მან ხვიჩას ძალიან ჭკვიანური და კარგად გააზრებული რჩევაა მისცა და ჯობია ხვიჩამ ის აუცილებლად გაითვალისწინოს! რადგან ყველა ეს ოთხი გუნდი შემტევ ფეხბურთს ქადაგებენ, სადაც ხვიჩას საკუთარი თავის და ნიჭის მაქსიმალურად კარგად წარმოჩენა და განვითარება შეეძლება. რა თქმა ასეთი დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელს, დიდ გუნდებშიც შეეძლება თამაში, მაგრამ კარგად დაფიქრდეს მისთვის რა ჯობია, მაგ. მთელი სეზონი N2 ან N3 სათადარიგო ფეხბურთელი იყოს, სკამზე იჯდეს და უმეტესწილად იქ არსებული წამყვანი ფეხბურთელების შეცვლებზე შედიოდეს თუ თავიდანვე ძირითადში დამკვიდრების შანსი, შესაბამისად მუდმივი სათამაშო პრაქტიკა და განვითარების საშუალება ქონდეს?!
დავითი
23 აპრილი 2021 13:52
0
ევერტონში არ გადახვიდე, ბიჭო :დ მაგათ შენი ხათრითაც ვერ ვუგულშემატკივრებ :დ
ynwa
24 აპრილი 2021 10:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული