ბელგიის მეორე დივიზიონში ფორვარდ გიორგი მიქაუტაძის ბომბარდირობას აქტიურად ეხმაურება მედია, რომელიც ქართველ თავდამსხმელს აქებს, თუმცა გულშემატკივართა ნაწილი, განსაკუთრებით, კონკურენტი ფეხბურთელის ფანები, გიორგის მიღწევას აკნინებს.
ამისი მიზეზი ის გახლავთ, რომ გიორგიმ უკანასკნელი ტური გამოტოვა და ბომბარდირობა ავტომატურად გაინაღდა. მიქაუტაძემ მოედანზე უფრო ცოტა დრო გაატარა, ვიდრე ბრიუსელის "უნიონის" ფორვარდმა დანტე ვანზიემ (გოლების რაოდენობა 19-19 აქვთ).
კონკურენტი მოთამაშის კლუბის გულშემატკივრების ნაწილმა მიქაუტაძის ბომბარდირობის ერთგვარად დაკნინებაც კი მოინდომა, ბელგიური მედია კი ქართველის ბომბარდირობას ვრცლად ეხმაურება. მისი ბომბარდირობის შესახებ თითქმის ყველა წამყვანი სპორტული გამოცემა წერს.
dhnet.be აღნიშნავს: "სერენში" "მეციდან" განათხოვრების წესით მყოფი მიქაუტაძე ნამდვილი ფენომენია. იგი კლუბის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სრულიად ლოგიკურად აირჩიეს".
გაიტანს თუ არ ითამაშებს?! - მიქაუტაძის დილემა.. ქართველს მნიშვნელოვანი თამაში ელის