Sportbox: ტრანსფერები - რონალდო, დონარუმა და კვარაცხელია "იუვეში"

AutoSharing Option
ევროპაში ეროვნული ჩემპიონატების ფინიშის სწორზე გასვლასთან დაკავშირებით ვარსკვლავი ფეხბურთელების მიერ გუნდების გამოცვლის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი ახალი ინფორმაცია ვრცელდება. Sportbox.ru-მ მოცემულ მომენტში ყველაზე უფრო აქტუალური სავარაუდო ტრანსფერები შეკრიბა.

რონალდო (იუვენტუსი - მანჩესტერი), რუსლან მალინოვსკი (ატალანტა - ინტერი), ჟიულ კუნდე (სევილია - რეალი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი - მანჩესტერი), მაიკ მენიანი (ლილი - მილანი)

ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი - იუვენტუსი)

"დასასრულ, ჩვენი მოედნების სიახლე. დარხეული ხმები ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე საკმაოა, მაგრამ უკანასკნელი - ყველაზე მძლავრი. ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ქართველი ნახევარმცველის ხელში
ჩაგდება "იუვენტუსს" სურს. ტურინელებს გადაწყვეტილი აქვთ, ზაფხულში მასშტაბური სატრანსფერო კამპანია ჩაატარონ. რატომ არ უნდა გახდეს ხვიჩა მისი ნაწილი?

არის იმის შეგრძნება, რომ "რუბინის" ლიდერის დონე უკვე კარგა ხანია გასცდა რუსეთის ჩემპიონატის ფარგლებს. სხვა მხრივ, ლეონიდ სლუცკი თვლის, რომ კვარაცხელიას თავიდან მეორე რანგის ტოპ-კლუბში ძალების მოსინჯვა უჯობს - "დორტმუნდის" ან "ატალანტას" მსგავსში. თუმცა, შეჩერდით: დღევანდელი "იუვენტუსიც" ხომ სწორედ ასეთი კლუბია!"

მკითხველის კომენტარები / 4 /
რუბინთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს?
ლევანი
13:49 29-04-2021
0
რა გააჭირეთ საქმე.რუბინის პრეზიდენტი წერს,რომ ჯერ არცერთ გუნდს არ მიუმართავს ოფიციალურად.
გელა
13:13 29-04-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული