მიქაუტაძე: ვღელავთ, მაგრამ დაწყებული საქმე უნდა დავასრულოთ

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძე 19 გოლით ბელგიის მეორე დივიზიონის ბომბარდირი გახდა და პირველ დივიზიონში გადასვლის შესაძლებლობა აქვს. მისი "სერენი" პლეი-ოფში "ვაასლანდ-ბევერენს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 1-ელ მაისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 8 მაისს. მომავალი შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ისაუბრა:

"ზეწოლას არ ვგრძნობთ, თუმცა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ საკმაოდ ვღელავთ. ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ, მეორე ადგილზე გავედით, მაგრამ დაწყებული საქმე უნდა დავასრულოთ.

მეტოქეს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ქვედა ლიგაში დაქვეითება არ უნდა, ჩვენ კი ჟუპილერ ლიგაში გადასვლა გვსურს. ასე რომ, ძალიან დაძაბული
თამაში იქნება. წარმატებული სეზონი გვქონდა, მაგრამ თუ ზედა დივიზიონში ვერ აღვზევდით, იმედგაცრუებული დავრჩებით, ვინაიდან ასე ახლოს ვართ მიზანთან".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯიგარი ხარ გიო მთელი საქართველო შენს გვერდით ვართ. წარმატებები ქართველო ❤️
ტოტტი
04:20 01-05-2021
1
წარმატებები მიქა❤️
ბაჩი
23:54 30-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული