"ქართველი მცველი დამაჯერებელი იყო" - "როტორის" გადარჩენის შანსები

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში, გროზნოს "ახმატის" დამარცხების (1:0) შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის "როტორის" ცენტრალური მცველი საბა კვირკველია რამდენიმე გამოცემამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. football.kulichk-ი წერს:

"წინა ტურში ავტოგოლის გატანის შემდეგ კვირკველია ძალიან კონცენტრირებული იყო. ქართველი მცველი საიმედოობით გამოირჩეოდა როგორც საჰაერო ორთაბრძოლებისას, ასევე მიწაზე თამაშის დროსაც. საბა საკუთარ გუნდს გამარჯვებაში, 5 მოგებული საჰაერო დუელის გარდა, 2-2 მოგერიება-ჩაჭრითაც დაეხმარა."

რუსეთის პრემიერლიგაში "როტორი" 21 ქულით მე-14 ადგილზეა. ზუსტად ამდენივე ქულა აქვს ჯიმი ტაბიძის "უფას". შეგახსენებთ, პრემიერლიგიდან უკანასკნელი ორი გუნდი პირდაპირ გავარდება, ორი კი პლეი-ოფს
ითამაშებს.

კვირკველიას, არაბიძის, დავითაშვილისა და ყიფიანის "როტორს" რთული მატჩები აქვს გასამართი - ჯერ "სოჭს", შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინს" ესტუმრებიან, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაგზურისთვის იბრძვიან.

მომზადებულია football.kulichk-ის მიხედვით


alt"როტორი" დამარცხდა, კვირკველია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საუკეთესო იყო


მკითხველის კომენტარები / 1 /
კვირკველია მცველია და ყველა მცველი უშვებს შეცდომებს კარგი თამაშებიც ქონდა და ცუდებიც ეგ სავსებით ბუნებრივია მე ყველაზე მეტად მიკვირს ზურიკო დავითაშვილის ამბავი ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამ ბიჭისგან გაცილებით მეტს ველოდი მისგან კი როტორშია მაგრამ ამ გუნდში სულ ძირითადში თამაშობს აქვს სრული თავისუფლება და 20 თამასში ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა გააკეთა 1 გოლიც კი ვერ გაიტანა მთელი 20 თამაში უბრალოდ მართლა ვერ ვხდები რა დაემართა ამ ბიჭსს.
გელა
19:41 04-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული