დღეს, 3 აპრილს, ვოლგოგრადის "როტორმა" მოსკოვის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
სტუმრებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს და კომფორტული სხვაობით იმარჯვეს.
"როტორის" რიგებიდან საუკეთესო საბა კვირკველია გახლდათ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.
დღევანდელ შეხვედრაში გულშემატკივარმა გიორგი არაბიძეც იხილა, რომელმაც ნიკოლაი ყიფიანი 74-ე წუთზე შეცვალა.
ამრიგად, "როტორი" 18 ქულით რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-13 ადგილს იკავებს, ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს, მოსკოვის "ცეესკას" წინააღმდეგ გამართავს.