9-გოლიან თრილერში ბერიძემ თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა

AutoSharing Option
ბერიძე სულაც აღარ ხუმრობს. ამ სეზონში მე-16 გოლი გაიტანა - 10 ჩემპიონატზე (25 მატჩში) და 6 თასზე.

უნგრეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში "უიპეშტმა" გიორგი ბერიძის მიერ 90-ე წუთზე გატანილი გოლით საკუთარ მოედანზე "ზალაეგერშეგი" 5:4 დაამარცხა.

"უიპეშტი" 42 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა და რაც მთავარია, თასი მოიპოვა და ევროტურნირებზე ისპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ავსტრიულ შვაცში დავესწარი ამხანაგურ თამაშს საქართველო-მალტა სადაც ვაისმა შანსი მისცა ზივზივაძეს,კაჭარავას,კიტეს,ლობჟანიძეს(საბას),ჭანტურიშვილს,დვალს და გეგეჭკორს..საიდანაც თავი მარტო კიტემ და დვალმა გამოიჩინეს..მეორე ტაიმში ბერიძე შემოვიდა როცა გვილიას გაძევების შემდეგ კაცნაკლული ვიყავით და სტდიონზე მყოფი საზოგადოების 80% ემიგრანტი ქართველები,რომლებიც უკვე საკმაოდ ნასვამები იყვნენ დამცინავი რეპლიკებით შეხვდნენ-მათი წარმოდგენით უკვე წაგებულ თამშში უცნობი სუსტი ბიჭის შემოსვლას.
მერე იყო ის რო სულ უფრო და უფრო ხშირად მესმოდა იმერული თუ გურული აქცენტით ნათქვამი "აი კაი ბაღანა ყოფილა"-ეს ბერიძეზე და როცა კიტე შეცვალეს ვიღაც რუსთაველმა მიაძახა "საღოლ რუსთავსკი"
ვინც მაშინ სტადიონზე იყო ეს ყველაფერი გაგონილი აქვს
Levani
00:21 10-05-2021
0
ვაისს არ მოსწონდა, კაი ბიჭია ნამდვილად.
ლევან მაღლაკელიძე
18:53 09-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული