დავითაშვილი საუკეთესოდ აღიარეს და "არსენალი" ეპატიჟება

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "სოჭისთან" წაგებულ შეხვედრაში (1:2) "როტორის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

დავითაშვილი უნარიანად უძღვებოდა თავის გუნდს შეტევებში, მაგრამ ისევ არ გაუმართლა, ერთხელ ბურთი კარს ოდნავ ააცილა, ერთხელ კი ხარიხას გაარტყა.

ზურიკოს კონტრაქტი "რუბინს" ეკუთვნის, "როტორში" იჯარის წესით თამაშობს და ჯერ უცნობია, დაბრუნდება თუ არა ზაფხულში ყაზანურ გუნდში.

"РБ Спорт"-ი კი იტყობინება, რომ ტულის "არსენალს" მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დავითაშვილის გადაბირება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
შემოგევლე, ძალიან გამიხარდა. არ გაჩერდე, გააგრძელე პროგრესირება და დიდი ფეხბურთელი შეგიძლია დადგე, ბევრი რამ დასახვეწი გაქვს, მაგრამ თუ დახვეწავ, მერე ძელებს კი არ დატეხავ, სულ ცხრიანებში ჩასვამ!!!
7
ტულის არსენალი? მე კი მეგონა აქსტაფის არსენალზე წერდით და ქე არ გამიკვირდა?, ტაჯიკეთის მესამე „დ“ დივიზიონში რა უნდა-თქვა..... არსენალს ტულა ვერ მიაწერეთ?
ცოტაც და გული გამისკდებოდა.. უუუფ...
კ ო მ ბ ლ ე
11:25 10-05-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული