კვიპროსის ჩემპიონატის უკანასკნელ, 36-ე ტურში ქართველების "ანორთოსისი" აეკ-თან 0:2 დამარცხდა.
ვინაიდან ამ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ თასის ფინალის წინ თორნიკე ოქრიაშვილი დაასვენა, მხოლოდ გიორგი ლორია ათამაშა შეუცვლელად, ხოლო ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია სასტარტოში დააყენა და შესვენებაზე შეცვალა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო.
ფამაგუსტურმა გუნდმა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა და 15 მაისს, თასის ფინალში "ოლიმპიაკოსს" შეხვდება.