"უმთავრესია, რომ მიქაუტაძემ ამდენი გოლი გაიტანა" - სანიოლი გიორგის წარმატებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ბელგიურმა dhnet-მა „სერენის“ პირველ დივიზიონში გადასვლა დეტალურად მიმოიხილა, თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის წვლილი აღნიშნა და მის შესახებ აზრი საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს ჰკითხა.

„ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნისთანავე გადაწყვიტა, გიორგი მიქაუტაძე მისი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამხდარიყო და პირველად მას დაურეკა.

უზარმაზარი ამოცანის წინაშე იდგნენ, დრო არ ითმენდა. მათი გადაჭრა ნამდვილი ბომბარდირის გარეშე წარმოუდგენელია. როგორც კი ეროვნული გუნდი ჩაიბარა, ფრანგმა დაჟინებულად დაიწყო მიქაუტაძის ნაკრებში თამაშზე დაყოლიებაზე მუშაობა. ასეთი ფორვარდი ბევრი არაა ქვეყანაში, სადაც მხოლოდ 20 ათასი ფეხბურთელია.

„იცით, იმან ვერ
შემაჩერა, რომ ის ლიონში დაიბადა, მე კი სენტ-ეტიენიდან ვარ, - სიცილით თქვა „ბაიერნის“ ყოფილმა ვარსკვლავმა და ჟორჟის დახასიათება გააგრძელა, - მნიშვნელობა არ აქვს, პირველი ლიგა იქნება თუ მეორე ლიგა, ყოველთვის უმთავრესია, რომ ფეხბურთელს ამდენი გოლი ისეთი დონის ქვეყნის ჩემპიონატში გააქვს, როგორიც ბელგიაა. ეს პირველი ფეხბურთელია, რომელსაც დანიშვნის შემდეგ დავუკავშირდი. ჩემი პროექტის შესახებ დაწვრილებით მოვუყევი და ეროვნულ გუნდში თამაშზე თანხმობა განმიცხადა“.

მკითხველის კომენტარები / 4 /
დიდი იმედი მაქვს რომ გაუგებთ ერთმანეთს, და გიორგიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი (გოლეადორი) გახდება.
წარმატებებს გისურვებთ!
₾ადო
10:06 10-05-2021
0
თუ ფეხბურთელს საგოლე ალღო აქვს,ის ყველგან გაიტანს.ძლიერ ლიგაში რა თქმა უნდა ეს,უფრო ძნელი გასაკეთებელია,მაგრამ გასატანს,მაინც გაიტანს.ყოჩაღ სანიოლს,თუ ამ საკითხზე,პირადადაც იმუშავა.საქართველოს დღევანდელ ნაკრებს,ყველაზე ძალიან,სწორედ გამტანი თავდამსხმელი სჭირდება და მისი გამოჩენა,სათამაშო სახეს,მთლიანად შეცვლის.დარწმუნებული ვარ,გიორგის მეცი უკან წაიყვანს,მაგრამ ვერც ის შეინარჩუნებს დიდხანს და უფრო ძლიერ კლუბში გაუშვებს.წარმატებებს ვუსურვებ გიოს და კიდევ უამრავ გამარჯვებას,უამრავი გოლით.
სოსო
09:58 10-05-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული