ოქრიაშვილს ისეთ გუნდში გადასვლა სურს, რომელიც ორჯერ უკეთეს კონტრაქტს შესთავაზებს

AutoSharing Option
goal.philenews-ის ცნობით, „ანორთოსისის“ 29 წლის ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილის სამსახურით კვიპროსის ორი წამყვანი კლუბია დაინტერესებული.

გამოცემის მტკიცებით, „ანორთოსისი“ ოქრიაშვილის დატოვებას შეეცდება, თუმცა საკითხავია, თავად ფეხბურთელს სურს თუ არა კვიპროსში თამაში, ვინაიდან კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება და ისეთ კლუბში ჩარიცხვა უნდა, რომელიც ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და ორჯერ უკეთეს კონტრაქტს შესთავაზებს.

თორნიკე ფამაგუსტურ გუნდში 2019 წელს „კრასნოდარიდან“ გადავიდა, ამ სეზონში ჩემპიონატის 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და მალე თავისუფალი აგენტი გახდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დინამო ბათუმი :)))))
beqa
21:05 10-05-2021
2
დინამო თბილისი!!! იქნებ დროა ჩვენი ჩემპიონატიც გავაცოცხლოთ!!?? რაც ბათუმში ვნახეთ ეს ხო ოცნებაა ვისაც გვიყვარს ქართული ფეხბურთი!!!
მირო
22:37 10-05-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული