მიქაუტაძის მისია შესრულებულია - შემდეგი გაჩერება საფრანგეთის ლიგა 1

AutoSharing Option
ლიეჟის პროვინციის ვალონური მუნიციპალიტეტის პატარა ქალაქ სერენის (65 ათასი ადამიანი ცხოვრობს) გუნდი ცოტა ხნის წინ ბელგიის სამოყვარულო ლიგაში ასპარეზობდა და ვინ წარმოიდგენდა, თუ პირველ დივიზიონში აღზევდებოდა.

ბელგიის მეორე დივიზიონის "სერენში" "მეცმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარის წესით 7 ფეხბურთელი, მათ შორის, თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მიავლინა და მათ სასწაული მოახდინეს. ქართველმა სეზონში 22 გოლი გაიტანა და "სერენის" დიდ მიღწევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მიქაუტაძემ უკვე განაცხადა, რომ "მეცში" ბრუნდება: "ემოციების გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნის. დიდი გზა განვვლეთ და გონიერებითა დ ერთიანობით გავიმარჯვეთ. მე
აქ შეუპოვარი ჩამოვედი და ბედნიერი მივემგზავრები", - ციტირებს მიქაუტაძეს republicain-lorrain-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სტადიონის დიქტორს სეზონის დასაწყისში მისი გვარის წარმოთქმა უჭირდა, თუმცა ჟორჟი არავის დაავიწყდება, რამეთუ განსაკუთრებული სეზონი ჩაატარა, პატარა ქალაქს სიხარული მოჰგვარა და ახლა "მეცის" "სტად სენ-სიმფორიანზე" უნდა გაიბრწყინოს.

გიორგის "მეცთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, კარიერაში დიდი ნაბიჯი გადადგა, ახლა მეორე, უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი ეწყება და იმედია, ეს მხოლოდ დასაწყისია. კიდევ უფრო უკეთეს გაგრძელებას ველით საფრანგეთსა და რაც მთავარია - საქართველოს ნაკრებში!..

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგას ისე ვახო ქვია,ჯემალა შეარქვეს, შე ჯემაალაო.
ისე აქაურმა სტადიონის დიქტორმაც რო ფრანგივით გამოაცხადოს "მიქუტადზეეე" :))
Levani
12 მაისი 2021 14:45
1
თავისთავში დარწმუნებული ქართველი ვაჟკაცი, ერთი წამით არ დაფიქრებულა, ისე დასთანხმდა მშობლიურ ნაკრებში თამაშს. მადლობა ჟორჟ და უდიდეს წარმატებას გისურვებ.
100%
12 მაისი 2021 08:31
0
ხელი რომ უჩანს, ეგ უჩინმაჩინ რობიზონას ხელია... რა მაგარი ვარ ტოო. მაინც ვიცანი...
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
12 მაისი 2021 02:45
11
გვერდით რომ უზის ეგ ჯემალაა, მეორე მისი ძმა რიჟა უშანგას ეძახიან, ორივე მაგრად თამაშობს ჯოკერს.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
12 მაისი 2021 02:33
5
ჟორჟ არ დაზოგო თავი ... გვეიმედებიი
bejo
12 მაისი 2021 01:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული