გამარჯვება კატალონიაში - აბურჯანია "კარტახენასთვის" წარმატების მომტანი გამოდგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სეგუნდა დივიზიონის "კარტახენაში" იანვრის ბოლოს გადავიდა, როდესაც გუნდი ბოლოსწინა, 21-ე ადგილზე იმყოფებოდა. მას ადაპტირება და სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია, რაშიც ესპანური ენის კარგად ცოდნამაც შეუწყო ხელი.

აბურჯანიას გადასვლის შემდეგ მისმა გუნდმა თანდათან გასავარდნ ზონას დააღწია თავი. 39-ე ტურში "კარტახენა" "ესპანიოლს" ესტუმრა, რომელმაც უკვე გაინაღდა პირველი ადგილი და ლა ლიგაში დაბრუნდა. სტუმრებმა მასპინძლებს მატჩის წინ საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს და 2:0 დაამარცხეს.

Sportall.Ge

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა - ამ სეზონში კი 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"კარტახენა" 45 ქულით მე-15 ადგილზე გადავიდა და დიდი ალბათობით სეგუნდაში ადგილს შეინარჩუნებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეტა ვცდებოდე, მაგრამ ამ ბიჭს არ მგონია მომატების რესურსი ქონდეს, სანაკრებო დონეზე ნამდვილად არაა. ინერტული,იღიმღამო მოძრაობები, ნელი აზროვნება, კრეატივი 0. თითქოს ძალდატანებით ათამაშებენ.... ყველა თამაშში ხელახლა გავარჩიე და პოზიტივი გამადიდებელი შუშითაც სამწუხაროდ ვერ ვიპოვნე.... სხვა ბიჭებს რაღაც მომატების რესურსი აქვთ-ასე მგონია... ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას დონეს კი ჩამორჩებიან, არც კვირკველიას, ხოჭოლავას იმედი აღარ უნდა გვქონდეს, 1-2 თამაში შეიძლება კიდევ გაქაჩონ... ეგენიც ინერტული, უმოტივაციონი მეჩვენებიან...
გუსანი
13:49 15-05-2021
6
სეგუნდა დივიზიონიდან ლალიგისგუნდებს ხშირად აჰყავთ ფეხბურთელები მთავარია თავი გამოიჩინოს და დაინტერესება აუცილებლად იქნება.
გიორგი
13:47 15-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული