საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველმა კარიერა ნაადრევად დაასრულა

AutoSharing Option
გერმანული fupa საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ლუკას ჰუფნაგელის კარიერის დასრულების შესახებ იუწყება. "უნტერჰაკინგის" 27 წლის ნახევარმცველმა ტრავმის გამო, კარიერა ნაადრევად შეწყვიტა.

ჰუფნაგელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ერთხელ, ესტონეთთან წაგებულ (0:3) შეხვედრაში ითამაშა. მაშინ "ჯვაროსნებს" კახა ცხადაძე წვრთნიდა.

ლუკასმა გუნდის შემადგენლობაში უკანასკნელად 9 მაისს, "ბაიერნი-2" თან, მხოლოდ ცხრა წუთით იასპარეზა. რაც შეეხება "უნტერჰაკინგს", ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ისინი უკანასკნელ საფეხურს იკავებენ.

მომზადებულია fupa-ის მიხედვით


altლუკას ჰუფნაგელი: საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი სამუშაო ამ კომპონენტში გვაქვს


მკითხველის კომენტარები / 6 /
სამწუხაროა ასეთი გადაწყვეტილების მიღება რომ მოუწია, არადა კლუბში სისტემატიურად თამაშობდა ძირითადში. იქნებ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ასეთი რა ტრავმა მიიღო?
გიორგი
17 მაისი 2021 16:16
0
სამწუხაროა ლუკას წასვლა ფეხბურთიდან. კარგი დედის, კარგი შვილია!!! წარმატებები მომავალში!!!
ქართველი888
16 მაისი 2021 23:32
0
ნაკრების ექსნახევარმცველი? :) სულ რამდენჯერ ითამაშა რო?
Adamiani
16 მაისი 2021 21:19
2
სამწუხაროა, მარა სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს, აბა რა აზრი ქონდა ჯანოსავით, ყენიასავით და მჭედლიცესავით ეწვალა, მაინც არაფერი გამოვიდოდა.
jjj
16 მაისი 2021 19:32
0
ერთ დროს როგორი იმედით ველოდი ლუკას და კაკო გოგიას ნაკრებში გამოჩენას რადგან ვთვლიდი რომ ისინი გერმანულ დისციპლინას მოიტანდნენ ნაკრებში,სამწუხაროდ საბოლოოდ არცერთი არ გამოგვადგა ...
ბაჩი
16 მაისი 2021 17:33
1
ლოდინი არასოდეს არის გვიან.
ღვთისავარ ანთია
17 მაისი 2021 00:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული