გრიგალავა მოედნიდან გააძევეს - "როტორი" პრემიერლიგიდან

AutoSharing Option
უკანასკნელ ტურში რუსეთის პრემიერლიგაში დამრჩენი გუნდების ვინაობა უნდა გარკვეულიყო და "უფადან", "არსენალიდან" და "როტოროდან" ერთერთი უნდა გავარდნილიყო. გავარდა (თუ გააგდეს) ვოლგოგრადული გუნდი.

"როტორი" ყაზანში "რუბინს" დაუზავდა (1:1), თუმცა გამარჯვების მოპოვება შეეძლო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა საბა კვირკველიამ 90+8-ე წუთზე ბურთი ხარიხას გადააცილა.

ამ მატჩის პარალელურად "უფა"-"არსენალი" უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მაღალი ტემპერატურა (+42 გრადუსი) მოიმიზეზეს და თამაში 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. იმ მომენტში ორივე გუნდმა იცოდა, რომ ლიგაში ადგილის შესანრჩუნებლად "უფას" არ უნდა წაეგო - უფელებმა 2:1 მოიგეს და "როტორი" ქვედა დივიზიონში გაისტუმრეს.

მასპინძელთა გუნდში შესვენებამდე ითამაშა ჯიმი ტაბიძემ, ხოლო სტუმართა მცველი გია გრიგალავა უხეშობისთვის 52-ე წუთზე გააძევეს. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას კონტრაქტს არ გაუგრძელებენ და გუნდის გამოცვლა მოუწევს.

"როტორის" გენერალურმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმ განაცხადა, რომ ამ საკითხს ასე არ დატოვებენ და აუცილებლად იჩივლებენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
როტორი მაგრა დაიჩაგრა ჯერ წაგებები ჩაუთვალეს, მერე მოგებული თამაშები უიღბლობის თუ მსაჯების გამო ბოლო წუთებზე დათმეს. ბოლო ტურზე კი უფასა და არსენალის შეხვედრაც გადადეს და როცა შედეგები გახდა ცნობილი მერე დაიწყეს თამაში.
დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ!
ხვიჩა
13:42 17-05-2021
0
ყველაფერი ისე მოხდა როგორც მე მინდოდა
zura
21:35 16-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული