ხვიჩას ტრანსფერზე ყველაფერი გაირკვა - „რუბინმა“ აღიარა, რომ ერთდროულად რამდენიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
„რუბინის“ ხელმძღვნელობა ადრე სულ აცხადებდა, რომ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე არც ერთ ევროპულ კლუბს არ მიუმართავს, თუმცა ეს სიმართლე არ აღმოჩნდა და ამის შესახებ „БИЗНЕС Online“-სთან კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ისაუბრა. როგორც ირკვევა, არაა გამორიცხული „რუბინს“ ფინანსური პრობლემები შეექმნას და ამიტომ იძულებულია ტრანსფერი განახორციელოს:

„რუბინმა“ მომავალ სეზონში ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება მიიღო, მაგრამ კონფერენს ლიგაზე, როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ითამაშებს. კლუბმა არ დაადასტურა, რომ ტრანსფერი სწორედ ახლა შედგება, მაგრამ არ დაუმალავთ, რომ სხვა კლუბებთან იმყოფებიან კონტაქტზე. ამასთან საუბარია დიდ
თანხებზე, რომელიც შეიძლება რუბინელებმა მიიღონ, რომლებმაც ჯერ არ იციან, მიიღებენ თუ არა კვლავ სასპონსორო თანხებს „СИБУР „-თან შერწყმის შემდეგ „ТАИФ“-ისგან.

ყაზანურ კლუბში უკვე არ მალავენ, რომ ხვიჩასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სრული სვლით მიმდინარეობს. ამის შესახებ „БИЗНЕС Online“-სთან კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ისაუბრა:

„რუბინში“ პირველ რიგში ფეხბურთელებს ისე ეპყრობიან, როგორც ადამიანებს და არ შეიძლება არ გავუშვათ ხვიჩასნაირი ფეხბურთელი ისეთ ევროპულ კლუბში, რომელიც მისით დაინტერესებულია და მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს უბრალოდ არასწორია. ყოველთვის მტკივნეულია კვარაცხელიას დონის მოთამაშის დაკარგვა. თუმცა, ის, სამწუხაროდ, ბებიას ეზოში ბურთის საგორებლად არ მიდის. დიდი ალბათობით ევროპის რომელიმე ტოპ-ჩემპიონატში გადავა“.

შესაძლო ტრანსფერის ფინანსური მხარის გამჟღავნებაზე დირექტორმა კატეგორიული უარი განაცხადა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს და პირობები ყველასთან შეიძლება ინდივიდუალური იყოს: „ხვიჩა ძვირფასი ფეხბურთელია, ძალიან ძვირფსიც კი. წელს ყველა კლუბის რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამას გარკვეული კორექტივები შეაქვს. ხვიჩასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ გასაიდუმლოებულია. თან მოლაპარაკება იმართება სხვადასხვა მხარეებთან და სხვადასხვა სტადიაზეა. ამჟამად ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ყოველთვის დროის ამ პერიოდში. ყველაფერი მეტ-ნაკლებად კონკრეტულ ფაზაში გადადის“.

აპრილის შუა რიცხვებში „ურალთან“ მიღებულმა ტრავმამ კვარაცხელიას ტრანსფერში ხელი არ უნდა შეუშალოს: „ხვიჩა დაშავებული იყო და უკანასკნელ ტურებში მონაწილეობა არ მიუღია. ახლა სრულად ჯანმრთელადაა, მაგრამ „როტორთან“ მისი თამაში სარისკო გახლდათ, ვინაიდან მსგავს ტრავმას სამედიცინო პროტოკოლი გააჩნია და ჩვენ მას მკაცრად ვიცავდით. შესაძლო გაყიდვის გამო არ ვუფრთხილდებოდით, რადგან რაღაცის რაღაცის გამო გაფრთხილება - ზედმეტია. შეიძლება გაუფრთხილდე კოსტუმს ქორწილისთვის და ვერასოდეს ვერ დაქორწინდე. მერე კოსტუმიც არ გჭირდება, რამეთუ ქორწილი არ იქნება“.

ფეხბურთელის მაინცდამაინც ამ ზაფხულში წასვლაზე სპორტული დირექტორი კატეგორიულად არ საუბრობს. „შანსი იმისა, რომ ხვიჩა „რუბინში“ დარჩება, ისეთივეა, როგორც ტვერის ქუჩაზე ქალის დინოზავრთან შეხვედრა. 50/50-ზე - ან შეხვდება, ან არა“ ,- ირინიულად აღნიშნა იაროვინსკიმ, თუმცა ადრე მოსკოვის მთავარ ქუჩაზე დინოზავრები არ დასეირნობდნენ, ამდენად მათთან შეხვედრის შანსი ნულის ტოლია, ისევე, როგორც ჩანს, ყაზანელთა შანსი კლუბში მთავარი ვარსკვლავის შენარჩუნებისა“.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოჩაღ! რუბინს და მის ხელმძღვანელობას!
ნეტავ, ყველა ქართველ (კარგ!) ლეგიონერს მსგავსი მწვრთნელი და მეპატრონე ჰყავდეს.
წარმატებებს ვუსურვებ, რუბინს ცალკე და ჩვენს საამაყო ბიჭს ცალკე
₾ადო
21:43 19-05-2021
3
ხვიჩა! შენ მაინც ქენი მადლი და გაგვაგებინე საბოლოოდ სად გადადიხარ!!!!!!!!!
ნუგო
21:15 19-05-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული