სლუცკიმ ხვიჩა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში პირველ ადგილზე არ დააყენა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად სანკტ პეტერბურგის "ზენიტის" თავდამსხმელი არტიომ ძიუბა მიიჩნია, მეორე ადგილზე ხვიჩა დაასახელა, ხოლო მესამეზე ასევე "რუბინელი" დენის მაკაროვი.

"როსტოვის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელებს შორის საუკეთესოდ "ზენიტის" ირანელი ფორვარდი სედრარ აზმუნი დაასახელა, მეორე ადგილი ხვიჩა კვარაცხელიას მიაკუთვნა, მესამე კი "ზენიტისა" და ლიგის საუკეთესო ბომბარდირ არტიომ ძიუბას.

მოსკოვის "სპარტაკის" აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა ხვიჩა ასევე მეორე ადგილზე დააყენა - დომენიკო ტედესკოსთვის საუკეთესო მთელი მისი გუნდი იყო, მესამე პოზიციაზე კი მოსკოვის
ცსკა-ს ნახევარმცველი ნიკოლა ვლაშიჩი დაასახელა.

"ზენიტის" კაპიტანმა დეიან ლოვრენმა ხვიჩას მესამე პოზიცია არგუნა, პირველზე ნიკოლა ვლაშიჩი, ხოლო მეორეზე თანაგუნდელი სედრარ აზმუნი დააყენა.

გიორგი ჯიქიამ, იგორ აკინფეევმა, "კრასნოდარისა" და მოსკოვის "დინამოს" კაპიტნებმა ხვიჩა სამეულში არ შეიყვანეს. ჯერ ცნობილი მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი გადაწყვეტილებებია.

სპორტულმა გამოცემა championat.com-მა ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის მე-5 საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, მის წინ კი ძიუბა, აზმუნი, გრჟეგოჟ კრიხოვიაკი და ნიკოლა ვლაშიჩი დააყენა.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
სლუცკი რუსეთის დონეზე ნამდვილად გამორჩეული და გამოცდილი მწვრთნელია მაგრამ საშუალო ევროპულ დონეზეც კი, დიდი ვერაფერი!!! ვერც ვიტესში გაქაჩა და ვერც ჰალში!!!
3
მოეშვით მატრაკვეცობას და ბაქიბუქს, აცადეთ ხვიჩას თამაში და ვარჯიში, ის აუცილებლად ითამაშებს დიდ ფეხბურთს!!! რაც შეეხება რუსეთის ნაკრების ანანისტ კაპიტან არწიომ ძიუბას, რუსია თან კაპიტანი და იმიტომაც აღმერთებენ თორემ რეალურად საშუალო ევროპულ დონესაც ვერ ქაჩავს აყლაყუდა!!!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული