მომავალ სეზონში წიტაიშვილმა შეიძლება ისევ "ვორსკლაში" ითამაშოს

AutoSharing Option
"Футбол NEWS"-ის ცნობით, კიევის "დინამოს" ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილის იჯარის წესით აყვანა ისევ უნდა "ვორსკლას".

პოლტავური კლუბი "დინამოს" წიტაიშვილის ტრანსფერზე იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ მისი სამსახურით არ დაინტერესდება.

წიტაიშვილმა გასულ სეზონში "ვორსკლაში" 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა, შემდეგ ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაუკეთეს და ვარჯიში ახლახან დაიწყო.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგის "დინამო" შეკრებაზე წაიყვანს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული