კიტეიშვილის საგოლე პასი, "შტურმის" გამარჯვება და ევროპა ლიგის საგზური [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" გასვლაზე 3:1 მოუგო გურამ გიორბელიძისა და ლუკა ლოჩოშვილის "ვოლფსბერგერს".

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ოთარმა ჩემპიონატის 27 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, 28-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი როჩერი გააძევა, რის შემდეგაც იოველჯიჩმა "ვოლფსბერგერი" დააწინაურა, მეორე ტაიმში კი სტუმრები დომინირებდნენ, სამი უპასუხო გოლი გაიტანეს, პენალტი ვერ გამოიყენეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

"ვოლფსბერგერში" გიორბელიძე 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო ლოჩოშვილი სათადარიგო
იყო.

გრაცულ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაღწევის შანსი ჰქონდა, მაგრამ მისმა უშუალო კონკურენტმა "რაპიდმა" ლასკ-ს 3:0 სძლია, "შტურმმა" და "რაპიდმა" 36-36 ქულა დააგროვეს, თუმცა დამტებითი მაჩვენებლების წყალობით ვენელები მეორე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან, "შტურმი" კი ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კარგი ამბავია და წარმატებები კიტეს,ცუდია რომ დამატებითი მაჩვენებელი რაპიდის მხარეს არის...
ბაჩი
22:52 22-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული