18 წლის მარცხენა ნახევარმცველმა გიორგი აბუაშვილმა "პორტუსთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 47-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
აბუაშვილი ჯერ ახალგაზრდულ გუნდში იასპარეზებს, თუმცა პირველ გუნდში ვარჯიშის საშუალებაც ექნება.
Transfermarkt-ის მიხედვით გიორგის ფასი 400 ათასი ევროა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა მიმდინარე ეროვნულ ლიგაში, თბილისის "დინამოს" მაისურით 4 მატჩი გამართა, მათ შორის ერთი - ძირითად შემადგენლობაშიც.