"რუბინმა ხვიჩას შემცვლელი იპოვა

AutoSharing Option
დიდი შანსია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ყაზანის "რუბინის" ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას ევროპაში განაგრძობს და თათრებმა მისი შემცვლელის ძიება დაიწყეს, ვარიანტიც გამოუჩნდათ.

ყაზანელების ქართველის შემცვლელად შვედური "ნორშოპინის" 22 წლის მონტენეგროელ გარემარბ სეად ჰაკშაბანოვიჩს განიხილავენ. ფეხბურთელმა შვედეთის ლიგის გასულ სეზონში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

Expressen-ის ინფორმაციით, "რუბინის" გარდა მონტენეგროელის გადაბირება "როსტოვსა" და "კრასნოდარს" სურთ, თუმცა ფავორიტები ყაზანელები არიან.

შვედური კლუბი კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხვიჩას წარმატებას ვუსურვებთ და გვაინტერესებს ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა!
მენტალური მომზადების ცენტრი
15:58 23-05-2021
0
ესე იგი უფრო რეზულტატიანი მოჰყავთ და ნაკლებად რეზულტატიანს და თან ჰაიპზე მყოფს კარგ ფასად გაუშვებენ კლუბიდან. სწორად იქცევიან თათრები.
jango
17:19 23-05-2021
16

სიახლეები პოპულარული