ქართველების "ვოლფსბერგერი" პლეი-ოფის პირველ მატჩში განადგურდა

AutoSharing Option
ქართველების "ვოლფსბერგერმა" ავსტრიის ბუნდესლიგის დასკვნით ნაწილში არადამაჯერებლად იასპარეზა, უკანასკნელ 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო (3 გოლი გაიტანა და 9 გაუშვა), ოთხეულს მიღმა აღმოჩნდა და ევროტურნირებზე გასვლის ერთადერთი შესაძლებლობა დარჩა - კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "აუსტრიას" უპირისპირდება.

პირველ შეხვედრაში, რომელსაც ვენაში 3 ათასი მაყურებელი დაესწრო, მასპინძლებმა 3:0 იმარჯვეს, ხოლო საპასუხო დაპირისპირება 30 მაისს გაიმართება, თუმცა ქართველების გუნდს კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვების უკვე ძალიან მცირე შანსი აქვს.

დღევანდელ მატჩში გურამ გიორბელიძემ შეუცვლელად ითამაშა, ლუკა ლოჩოშვილი კი სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე ეს რა ჭირი გვჭირს , სადაც ორი ქართველი ერთად მოხვდება უკან მიდის ის გუნდი ))))))
ლშა
16:35 29-05-2021
0
ქართველების თუა სწირედ რომ "აუსტრიაა", მფლობელიც და სპორტ.დირექტორი ორივე ჯიგარი თბილისელები არიან.
რატი
13:15 28-05-2021
1

სიახლეები პოპულარული