საქართველოს ნაკრებისა და რუსული "უფას" 25 წლის მცველი ჯიმი ტაბიძე მიუნხენში მუხლზე წარმატებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ თავს კარგად გრძნობს - ამის შესახებ კლუბის "ფეისბუქგვერდი" იუწყება.
რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში ტაბიძემ 22 მატჩი გამართა. მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 14 შეხვედრაში ერთი გოლი აქვს გატანილი. ტაბიძეს ვლადიმირ ვაისი მუდმივად იწვევდა და ცენტრალური მცველის პოზიციის გარდა, მარცხენა ფლანგზეც ეყრდნობოდა.
"უფას" მცველი, რომლის გუნდმაც ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ვილი სანიოლის ნაკრებს ტრავმის გამო მარტის შეკრებაზეც გამოაკლდა.
წყარო: "უფას" "ფეისბუქგვერდი"
10:22 28-05-2021
საქართველოს ნაკრების მცველმა გერმანიაში ოპერაცია გაიკეთა [PHOTO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჯიმის.ძალიან საჭირო ფეხბურთელია, ნაკრებისათვის.
27
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული