საქართველოს ნაკრების მეკარე მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ამხანაგური შეხვედრების პარალელურად, გიორგი მაკარიძეს "ალმერიაში" უმნიშვნელოვანესი საკლუბო მატჩები აქვს - ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში უკანასკნელი ტური უნდა გაიმართოს, რასაც პლეი-ოფები მოჰყვება.

ალმერიულ კლუბს სეზონის დასკვნითი ნაწილი აშკარად ჩაუვარდა, რის გამოც გუნდმა ლა ლიგაში პირდაპირ აღზევება ვერ შეძლო, თუმცა უპირატესობა იმდენად კომფორტული იყო, მათი საპლეიოფო მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

ახლა გიორგი მაკარიძის გუნდის მთავარი მიზანი პლეი-ოფში მესამე ადგილით მონაწილეობაა, ეს კი მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული. "ლეგანსესსაც" იმდენივე ქულა აქვს, როგორც "ალმერიას", მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მაკარიძის გუნდი მეოთხე ადგილს
იკავებს.

ალმერიულ კლუბს ბოლო ტურში მოტივირებული მეტოქე ჰყავს - "ხიხონს" ჯერ კიდევ აქვს შანსი, მოწინავე ექვსეულში შევიდეს და ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძოლოს. თავის მხრივ, ისინიც არ არიან მხოლოდ საკუთარ შედეგზე დამოკიდებულნი.

შეგახსენებთ, სეგუნდა დივიზიონიდან პირდაპირი გზით ორი კლუბი ("ესპანიოლი" და "მალიორკა") დაწინაურდა, მომდევნო ოთხი კი პლეი-ოფის გზით საუკეთესოს გაარკვევს. გიორგი მაკარიძესა და მის გუნდს საკმაოდ კარგი შანსები აქვთ, მომავალ წელს
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში იასპარეზონ.

31 წლის ქართველი კიპერი სტაბილური და წარმატებული სეზონით გამოირჩა. გიორგიმ 32 მატჩი ჩაატარა და შვიდი ყვითელი ბარათი მიიღო. საინტერესოა, რომ გასულ სეზონში პორტუგალიური "სეტუბალის" რიგებში მას ზუსტად ანალოგიური მაჩვენებლები ჰქონდა.

"ხიხონისა" და "ალმერიას" მატჩი 30 მაისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

altაბურჯანიამ მაკარიძე ლა ლიგის გზაზე შეაფერხა [VIDEO]

altკუთხემდე გაჭიმული კატა - მაკარიძე სიმბოლურ ნაკრებშია!

altგიორგი მაკარიძემ მაგარი სეივებით "ალმერიას" ქულა მოუტანა [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 3 /
ალმერია ბოლო ტურებში ზალიან სუსტად გამოიყურება!ისევე როგორც მაკარიძე და შანსები ძალიან შეიმცირეს,თუ მოხდა სასწაული და გადავიდა ლალიგაში კლუბი,მაკარიძე სავარაუდოდ დაკარგავს ძირითადში ადგილს! ჩვენია მაგრამ სიმართლე სიმართლეა!
სიმართლე
16:00 28-05-2021
12
უდავოდ იმსახურებს ლა ლიგას. კარგი ქნა რომელიმე გრანდის მეორე ან მესამე მეკარე რომ არ გახდა. ეგრე ტიტულები ვის რათ უნდა თუ ვიღაცის დუბლიორი იქნები. ყველაფერი წინ გაქვს მაკარ! მყარად იდექი
დემე
13:18 28-05-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული