Матч ТВ-ის კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა sportbox-თან იმაზე ისაუბრა, თუ სად უჯობს კარიერის გაგრძელება "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას:
"არ მგონია, რომ ეს "აიაქსი" იქნება. ვფიქრობ, ხვიჩა უკვე მომწიფდა ტოპ-კლუბისთვის ან, როგორც ამბობენ, ტოპის ოდნავ დაბალი რანგის კლუბისთვის.
ინგლისში ასეთი ტიპის გუნდი "ევერტონია", იტალიაში - "ატალანტა", "ლაციო", შესაძლოა. თუმცა სერია А-ში საუბარი შეიძლება "იუვენტუსზე", "ინტერზე" ან "მილანზე" მიდიოდეს. ჩემი აზრით, ხვიჩას ისტორიასთან დაკავშირებით ყველაფერი მეტ-ნაკლებად გასაგებია".