სასიხარულო ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძემ თბილისში "გენტის" მწვრთნელთან ერთად ვარჯიში დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გენტის" Twitter-ის გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუნდის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში დაიწყო.

როგორც ცნობილი ხდება, ჩვენებური თბილისში ბელგიური გუნდის ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან, იური გეურკინთან ერთად იმყოფება და ვარჯიშობს.

voetbalprimeur.be წერს, რომ ახლა "გენტის" ფეხბურთელები შვებულებაში არიან, თუმცა გიორგის დასასვენებლად ნამდვილად არ სცალია და ბევრი უნდა იშრომოს, რათა მომავალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო გიორგიმ გასულ სეზონში მხოლოდ 156 წუთის განმავლობაში ითამაშა.

აპრილის ნახევარში ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძეს კუნთი გაუწყდა და 6 კვირას
გამოტოვებდა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
მე დღესაც მგონია, რომ ექიმებმა და მწვრთნელების არასწორმა მიდგომამ დაღუპეს ეს ბიჭი.
კ ო მ ბ ლ ე
21:44 04-06-2021
0
ვინმემ მიაწოდეთ ინფორმაცია. ურეკის მაგნიტური ქვიაშის 10 პროცედურა ძალიან მოუხდება.
Daviti
17:08 02-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული