საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის "დინამო" "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.
"ხელშეკრულება საბოლოოდ ხელმოწერილია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი გოლკიპერი ესპანური გრანდის შემადგენლობაში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს, "ვალენსიას" კი მთელი წლის განმავლობაში ექსკლუზიური გამოსყიდვის უფლება ენიჭება.
გიორგი მამარდაშვილი 2012 წლიდან "დინამოს" აკადემიაში იმყოფებოდა და ბოლო ორი სეზონი სათამაშო პრაქტიკის მიზნით განათხოვრებული იყო.
გიორგი მამარდაშვილი 2012 წლიდან "დინამოს" აკადემიაში იმყოფებოდა და ბოლო ორი სეზონი სათამაშო პრაქტიკის მიზნით განათხოვრებული იყო.
ეს ტრანსფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს "დინამოს" აკადემიისა და ხელმძღვანელობის სწორ სასელექციო და სატრანსფერო პოლიტიკას. ჩვენი მხრიდან კი წარმატებას ვუსურვებთ გიორგი მამარდაშვილს".