გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის "დინამო" "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.

"ხელშეკრულება საბოლოოდ ხელმოწერილია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი გოლკიპერი ესპანური გრანდის შემადგენლობაში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს, "ვალენსიას" კი მთელი წლის განმავლობაში ექსკლუზიური გამოსყიდვის უფლება ენიჭება.

გიორგი მამარდაშვილი 2012 წლიდან "დინამოს" აკადემიაში იმყოფებოდა და ბოლო ორი სეზონი სათამაშო პრაქტიკის მიზნით განათხოვრებული იყო.

ეს ტრანსფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს "დინამოს" აკადემიისა და ხელმძღვანელობის სწორ სასელექციო და სატრანსფერო პოლიტიკას. ჩვენი მხრიდან კი წარმატებას ვუსურვებთ გიორგი მამარდაშვილს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
რანაირად არის სწორი სელექცია ? დინამოს ძირითადში ფეხბურთელები არ ყავს და აკადემიის წარმატებულებს ან იჯარით უშვებს ან უსასყიდლოთ ... კიდევ კარგი მამარდაშვილზე მაინც აქვთ უფლებები
bejo
10:19 03-06-2021
0
ჯერ ნუ ტრაბახობთ რა სწორ სელექციაზე ოფიციალურ კონტრაქს რომ გააფორმებს მერე იტრაბახეთ. წარატებები
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული