ყველაფერი შეთანხმდა - ქვილითაია კარიერას კვიპროსის სხვა კლუბში განაგრძობს

AutoSharing Option
კვიპროსული kerkida-ს ცნობით, "გენტმა" და "აპოელმა" გიორგი ქვილითაიას ტრანსფერთან დაკავშირებით ბოლო დეტალები შეათანხმეს.

თუ აღნიშნულ წყაროს დავუჯერებთ, გუშინ მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული და საქართველოს ნაკრების ფორვარდიც კარიერას სწორედ "აპოელში" განაგრძობს.

როგორც იწერება, ჩვენებური უახლოეს დღეებში ჩავა კვიპროსზე და ახალ გუნდთან შრომით ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაია გასულ სეზონში იჯარით "ანორთოსისში" თამაშობდა, "აპოელმა" კი ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა უნდა გადაუხადონ ქეცბაიას ასე აწყობისთვის
ლომი
16:52 03-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული