ინგლისური მედია: "ლიდსში" კვარაცხელიას ტრანსფერი 1-ელ ივლისამდე უნდა განხორციელდეს

AutoSharing Option
leeds-live.co.uk-ის ცნობით, "ლიდსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიური იქნება, რათა გუნდი გააძლიეროს და 1-ელ ივლისამდე, როდესაც წინასასეზონო შეკრება დაიწყება, ძალიან მომთხოვნი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას განკარგულებაში ახალი ფეხბურთელები იყვნენ. ამისათვის კლუბის სპორტული დირექტორი ვიკტორ ორტა სერიოზულად მუშაობს.

გამოცემის მტკიცებით, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები "რუბინის" 20 წლის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე, რომლის ფასი დაახლოებით 20 მილიონი ფუნტია.

24 წლის ნახევარმცველმა ჯეკ ჰარისონმა გასულ სეზონში "ლიდსში" პრემიერლიგის 30 მატჩში 8 გოლი გაიტანა და კლუბი მისი კონტრაქტის საბოლოოდ გამოსყიდვას შეეცდება.

სურდათ "კალიარის" 25 წლის ურუგვაელი შემტევის,
ნახიტან ნანდესის შეძენა, მაგრამ მისი კლაუსულა 36 მილიონ ევროს შეადგენს და ალბათ, გადაბირებას ვერ მოახერხებენ.

"ლიდსი", "საუთჰემპტონი" და "რეინჯერსი" კოლუმბიის "ამერიკა დე კალის" 21 წლის თავდამსხმელ სანტიაგო მორენოს ყიდვას ცდილობენ, 2.5 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ მისი კლუბი ამ თანხაზე თანახმა არაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული