"თემური და მისი რაზმი" აღარ არსებობს - ქეცბაია მშენებლობას ისევ ნულიდან დაიწყებს

AutoSharing Option
"ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიას სეზონის დასრულებისთანავე გუნდის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ თასის მოპოვების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელები ყოველმხრივ თანადგომას დაჰპირდნენ და მან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. გაახანგრძლივა და მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

ფამაგუსტურმა კლუბმა ვერ შეძლო "გენტიდან" გიორგი ქვილითაიას კონტრაქტის გამოსყიდვა და ის "აპოელში" გადავიდა, ცოტა ხანში ამავე გუნდში აღმოჩნდა უკვე თავისუფალ აგენტად მყოფი თორნიკე ოქრიაშვილი და როგორც კვიპროსული მედიასაშუალებები იტყობინებიან, არაა გამორიცხული, მათ ბუბა დაუშვილი შეუერთდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქეცბაია გურამ კაშიას გადაბირებას ცდილობდა, მაგრამ მას უკეთეს პირობებს ვლადიმირ ვაისის
ბრატისლავის "სლოვანი" სთავაზობს და ალბათ, სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს კარიერას.

ასე რომ, ქეცბაიას კრებულში ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ლორია დარჩება. როგორც ჩანს, სხვა კვიპროსულ კლუბებს და მათ შორის "აპოელს" "ანორთოსისთან" შედარებით უფრო ძლიერი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ და კადრების გადინებაც ამან გამოიწვია.

goal.philenews-ი შექმნილ სიტუაციას მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ საკვანძო მოთამაშეების წასვლა კარგი ამბავი არ არის, თუმცა თემურს მრავალჯერ აუშენებია გუნდი ნულიდან და შემდეგ წარმატებისთვისაც მიუღწევია. ახლა ტრანსფერებს განახორციელებს, სათადარიგო ფეხბურთელებს მისცემს თავის გამოჩენის შესაძლებლობას და სირთულეებს თავს გაართმევს.

გამოცემის მტკიცებით, ქეცბაია "ლეგიადან" აბარგებული ვაკო გვილიას გადაბირებას შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უამრავ წარმატებას ვუსურვებ.........
kaxa
10:48 04-06-2021
0
თემურის ჩარმატებები კველგან ექნებააა
lego
09:31 04-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული