საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია კვიპროსული "აპოელის" ფეხბურთელი გუშინ ოფიციალურად გახდა.
ფორვარდი სოციალური ქსელის მეშვეობით "ანორთოსისის" ფანებს დაემშვიდობა და იქვე ახსნა, რატომ დატოვა ფამაგუსტური გუნდი.
როგორც ირკვევა, "ანორთოსისს" "გენტისთვის" ქვილითაიას გამოსასყიდი თანხის გადახდა არ შეეძლო.
"ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ... ვიცი, რომ "ანართოსისის" ვერცერთი ფანი ვერ გამიგებს და მე მათი სრულიად მესმის.
"ანართოსისს" არ შეეძლო ჩემი "გენტიდან" გამოსყიდვა და გუნდი ზუსტად ამ მიზეზის გამო დავტოვე.
ტიტული, რომელიც მე მათთან ერთად მოვიგე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი გულშემატკივრების ემოციები.