გრანდებთან დაპირისპირება დიდი გამოცდა იქნება -"სერენის" კალენდარი ცნობილია

AutoSharing Option
ბელგიის ჟიუპერლიგის 2021/22 წლების სეზონის კალენდრის გამოქვეყნების შემდეგ. გიორგი მიქაუტაძის დახმარებით ბელგიურ მედიაში ელიტში ახლად აღზევებული "სერენის" მომავალ მატჩებზე მსჯელობენ.

lameuse წერს:

"სერენი" ახალი ისტორიის დაწერას 24 ივლისს, კოტრიკში დაიწყებს. კლუბს პირველი დიდი გამოცდა მესამე ტურში, 8 აგვისტოს ელის, როცა ბელგიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდ "ანდერლეხტს" ესტუმრება. ამის შემდეგ, მეშვიდე ტურში, ისინი "სტანდარტთან" დერბს  გამართავენ. გრანდებთან დაპირისპირება "სერენის" მოთამაშეებისთვის პირველი დიდი გამოცდა იქნება."

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც გასულ სეზონში "სერენის" საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, კონტრაქტით ფრანგულ "მეცს" ეკუთვნის. სად ითამაშებს ქართველი ფორვარდი მომდევნო
სეზონში, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.

alt"მიქაუტაძე აპლოდისმენტით დააჯილდოეს" - ბელგიური პრესა გიორგის დებიუტზე წერს

altმიქაუტაძეს ფანტასტიკური სეზონი არ დაუფასდა... ქართველს "ჟილის" ფორვარდი ამჯობინეს

altმიქაუტაძეს "არსენალის" ფორვარდს ადარებენ და მის საფრანგეთში დაბრუნებაზე საუბრობენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული